იმგზავრე აქსელით მართე აქსელი

აქსელის მართვის სახელმძღვანელო

თანამშრომლობის პირობები

სავალდებულო კრიტერიუმები

აქსელში გაწევრიანება და მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის პოლიტიკით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, როგორიც არის:
  • მოქმედი მართვის მოწმობა
  • ლიცენზია ავტომობილზე მინიმუმ (4) კარიანზე
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

მანქანის კრიტერიუმები და მოთხოვნები

ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის პოლიტიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • "ა" ან "ბ" კატეგორიის ტაქსის ლიცენზია
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა.
  • ტექ,დათვალიერების მოქმედი საბუთი

    თუ არ ფლობთ "ა" ან "ბ" კატეგორიის ლიცენზია?

    თუ არ ფლობთ "ა" ან "ბ" კატეგორიის ლიცენზიას, აქსელის გუნდი გაგიწევთ ინფორმაციულ დახმარებას.

    რეგისტრაცია და პროფილის გააქტიურება ?

    შესვლა ქსელში

    ქსელში შესასვლელად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც გექნებათ წვდომა თქვენ სამუშაო გვერდზე, ეს მოგცემთ საშუალებას მარტივად მართოთ და აკონტროლოთ აპლიკაცია.

    საბუთების ატვირთვა და აქტივაცია

    რეგისტრაციის დროს თქვენ უნდა ატვირთოთ პირადი და თქვენი ავტომობილის საბუთები, რის შემდეგაც მიიღებთ დასტურს და ავტომატურ წვდომას ქსელთან.

    როდის გააქტიურდება პროფილი?

    დაამატეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი საბანკო ანგარიში, რომ განხორციელდეს დროული ანგარიშსწორება.

    როგორ ხდება მძღოლთან ანგარიშსწორება?

    ანგარიშსწორების მიზნით, დაამატეთ სასურველი საბანკო ანგარიში, რაც მოგცემთ თქვენ და ასევე ჩვენ დროული ანგარიშსწორების საშუალებას.

    როგორ დგინდება ტარიფები და შეფასების კრიტერიუმები?

    როგორ ფორმირდება შეკვეთის ტარიფები?

    შეკვეთის ტარიფი ფორმირდება შემდეგი პირობით, როგორიც არის ჩასხდომის ტარიფი, მანძილი, მგზავრობის ხანგრძლივობა, დღის მონაკვეთი და მოთხოვნის ზრდა.

    ანგარიში და ანგარიშსწორება

    მგზავრთან ანგარიშსწორების ფორმები

    ყოველი შეკვეთის მიღებისას იქნებით ინფორმირებული ანგარიშსწორების მეთოდზე. ეს ინფორმაცია იქნება მონიშნული აპლიკაციაში შეკვეთის სხვა დეტალებთან ერთად. მგზავრს აქვს საშუალება გადაიხადოს მომსახურების ღირებულება ნაღდი ან უნაღდო ფორმით.

    ანგარიშსწორება მძღოლთან

    იმისათვის, რომ მიიღოთ გამომუშავებული თანხა დროულად, დაამატეთ სასურველი საბანკო ანგარიში თქვენს პროფილში "ანგარიშების" განყოფილებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ უნაღდო ანგარიშსწორების შესრულებული შეკვეთების თანხები იქნება ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე მაქსიმალურად მოკლე დროში.

    მძღოლის წახალისება

    არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მგზავრს ჩვენს აპლიკაციაში ეძლევა საშუალება წაახალისოს მძღოლი, მის მიერ პროფესიონალურად გაწეული მომსახურეობისთვის.

    როგორ მუშაობს რეიტინგი და შეფასების სისტემა?

    მძღოლის რეიტინგი

    თქვენი რეიტინგი დამოკიდებულია თქვენს პროფესიონალურ მომსახურებაზე და თქვენი ავტომობილის მდგომარეობაზე. გაითვალისწინეთ, რომ მგზავრს ეძლევა თქვენი მომსახურების შეფასება. დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
    - ტექნიკურად გამართული და სუფთა ავტომობილი
    - პატივმოყვარე დამოკიდებულება და პროფესიონალური უნარჩვევები
    - პირადი ჰიგიენა
    - მგზავრისთვის სათანადო დახმარების გაწევა
    - მგზავრთან ხელსაყრელი მარშრუტის შეთანხმება

    მგზავრის რეიტინგი

    მძღოლს ეძლევა საშუალება შეაფასოს მგზავრი. მისი კეთილგანწყობა ან არასათანადო საქციელი.

    რა არის შეკვეთების მიღების რეიტინგი და როგორ მუშაობს ის?

    შეკვეთების მიღების რეიტინგი დამოკიდებულია შემოსული შეკვეთების მიღების რაოდენობაზე. თუ შეკვეთების უარყოფის რაოდენობამ გადააჭარბა დაწესებულ ნორმას, მაშინ სისტემა ავტომატურად ასახავს უარყოფით რეიტინგს.

    როგორ მუშაობს ბონუსები და სხვა ფინანსური წახალისება?

    საწვავი და შეკეთება


    მობილურის ტარიფები


    ავტომობილის შეძენა


    რა არის რეფერალი და როგორ მუშაობს?


    ფინანსები და მათი მართვა

    საბანკო ანგარიშის დამატება

    საბანკო ანგარიშის დამატება შესაძლებელია "საბანკო ბარათები"-ს განყოფილებაში. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც იქნება გამოყენებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

    საბანკო გადარიცხვების ვადა

    გამომუშავებული უნაღდო თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, იქნება ასახული 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

    საბანკო ანგარიშზე თანხის სხვაობა

    თქვენ შესაძლოა მიიღოთ თქვენს ანგარიშზე განსხვავებული ტრანზაქცია, რადგან აქსელის მიერ დარიცხული თანხები შესაძლოა მოიცავდეს ბონუსების თანხას.

    დაგვიანებული გადარიცხვები

    ჩარიცხვები უნდა იყოს ასახული თქვენს საბანკო ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ არ აისახა თანხა მოცემულ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ ოპერატორს.

    კონფლიქტი

    როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ სიტუაცია?

    ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მძღოლის უსაფრთხოება და სიმშვიდე. თუ თქვენ თავს იგრძნობთ დაძაბულ გარემოში შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტს. შეკვეთის დასრულების შემდეგ, გეძლევათ საშუალება შეაფასოთ მგზავრი რეიტინგის მეშვეობით, ასევე განაცხადოთ ოპერატორთან ინციდენტის შესახებ. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს.

    შეცდომით მგზავრის აყვანა

    ჩვენი აპლიკაცია წინასწარ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მგზავრისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ.

    მგზავრის მიერ მოყენებული ზიანი

    მოცემულ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ განყოფილება "უსაფრთხოება"-ში.