მართე დრო და ფინანსები
თქვენი პირველი ნაბიჯი წარმატებისაკენ
მუშაობის პროცესში თქვენ გიგროვდებათ ბონუსები.
გამოიყენეთ ბონუსები ტექ,მომსახურეობის, საწვავის და სამრეცხაო სერვისებით სარგებლობის დროს.
აქსელის კომპანია თანამშრომლობს სადაზღვეო კომპანიებთან ხელსაყრელი პირობებით, დაბალ პროცენტში.
უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოება - მნიშვნელოვანია.
აქსელის სისტემა აკონტროლებს ყველა პროცესს, შეკვეთის შემოსვლიდან მის დასრულებამდე.
დახმარება
თუ დამოუკიდებლად ვერ მოძებნეთ პასუხები საიტზე, მოგვმართეთ 24/7 და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია.
თავისუფალი გრაფიკი
მართეთ აქსელი თქვენთვის სასურველ დროს.
ტარიფები
აქსელის მიერ დადგენილი ტარიფები ითვალისწინებს, როგორც მძღოლის ინტერესებს
და მათი შრომის პატივისცემას, ასევე მომხმარებლის კომფორტს და სამუშაოს პოტენციურ ზრდას.
თქვენი რეიტინგი
მძღოლის შეფასება, ანუ რეიტინგი განაპირობებს დამატებით შემოსავალს.
პასუხისმგებლობა და დისციპლინა, ფინანსური ზრდის საწინდარია.
მძღოლთა რეგისტრაციის პროცესი
1. რეგისტრაცია
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა საჯარო ინფორმაცია თქვენს პიროვნებასა და ავტომობილზე.
2. შემოწმება
ატვირთეთ თქვენი და ავტომობილის საბუთები აქსელის სარეგისტრაციო გვერდზე და გაიარეთ ფორმალური შემოწმება.
3. აქტივაცია
პროფილის გააქტიურების შემდეგ, თქვენ ხდებით აქსელის გუნდის წევრი. რომლის მიზანია კეთილსინდისიერი და წარმატებული საქმიანობა.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ და სად გავიარო რეგისტრაცია?
რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც აქსელის ვებ გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მძღოლის განყოფილებაში არის სარეგისტრაციო გვერდი, სადაც ატვირთავთ მონაცემებს და მიიღებთ დასტურს.
როგორ ჩამოვტვირთო "აქსელის" აპლიკაცია?
ჩვენი აპლიკაცია ხელმისაწვდომია, Play Store-ში. მოიძიეთ "Axel Drive" დააინსტალირეთ და მიყევით მითითებულ ინსტრუქციას.
როდის გააქტიურდება ჩემი სამუშაო გვერდი?
თქვენი სამუშაო გვერდი გააქტიურდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ყურადღებით შეავსეთ რეგისტრაციით გათვალისწინებული სავალდებულო ველები.
როგორ მუშაობს ბონუსების სისტემა?
როდესაც თქვენი რეიტინგი მიაღწევს 4,7 ქულას ან მეტს, თქვენ ავტომატურად ხდებით საბონუსე სისტემის მონაწილე.
როგორ ფასდება ჩემი რეიტინგი?
თქვენი რეიტინგი შეფასდება 5 ვარსკვლავიანი სისტემით. მგზავრობის დასრულების შემდეგ მომხმარებელი შეაფასებს თქვენს მომსახურებას.