იმგზავრე აქსელით მართე აქსელი

აქსელის მართვის სახელმძღვანელო

თანამშრომლობის პირობები

სავალდებულო კრიტერიუმები

აქსელში გაწევრიანება და მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის პოლიტიკით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, როგორიც არის:
  • მოქმედი მართვის მოწმობა
  • ლიცენზია ავტომობილზე მინიმუმ (4) კარიანზე
  • ავტომობილის მართვის სათანადო გამოცდილება

მანქანის კრიტერიუმები და მოთხოვნები

ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის პოლიტიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • "ა" ან "ბ" კატეგორიის ტაქსის ლიცენზია
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა.
  • ტექ,დათვალიერების მოქმედი საბუთი.

    თუ არ არის "ა" ან "ბ" კატეგორიის ლიცენზია?

    თუ არ ფლობთ "ა" ან "ბ" კატეგორიის ლიცენზიას აქსელის გუნდი გაგიწევთ ფინანსურ და სხვა საჭირო დახმარებას მის მოპოვებაში.

    რეგისტრაცია და ანგარიშის გააქტიურება ?

    შესვლა ქსელში

    ქსელში შესასვლელად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც გექნებათ წვდომა თქვენ ონლაინ გვერდთან, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციით რაც მოგცემთ საშუალებას მარტივად მართოთ და აკონტროლოთ აპლიკაცია.

    საბუთების ატვირთვა და აქტივაცია

    რეგისტრაციის დროს თქვენ უნდა ატვირთოთ პირადი და თქვენი ავტომობილის საბუთები, რის შემდეგაც მიიღებთ დასტურს და ავტომატურ წვდომას ქსელთან.

    როდის გააქტიურდება ანგარიში

    დაამატეთ პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომ განხორციელდეს დროული ანგარიშსწორება.

    როგორ ხდება მძღლთან ანგარიშსწორება?

    ანგარიშსწორების მიზნით, ასევე მოგეთხოვებათ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის დამატება. ეს მოგცემთ თქვენ და ასევე ჩვენ დროული ანგარიშსწორების საშუალებას.

    როგორ დგინდება ტარიფები და შეფასების კრიტერიუმები?

    როგორ ფორმირდება შეკვეთის ტარიფები?

    შეკვეთის ტარიფი ყალიბდება შემდეგი პირობით, როგორიც არის ჩასხდომის ტარიფი, მანძილი, მგზავრობის ხანგრძლივობა, დღის მონაკვეთი და მოთხოვნის ზრდა. ეს ყველა პირობა ითვალისწინებს ყველა იმ ხარჯს, რომელსაც თქვენ გაიღებთ თქვენს საქმიანობაში.

    კატეგორია 1-დღის ტარიფები

    დღის მონაკვეთის ტარიფები მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევამდე 6:00-22:00 საათამდე

    კატეგორია 2-ღამის ტარიფები

    ღამის განაკვეთის ტარიფები მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევამდე 22:00-6:00 საათამდე. მეორე კატეგორიის ტარიფები ასევე მოქმედია დღესასწაულების პერიოდში.


    ანგარიში და ანგარიშსწორება

    მგზავრთან ანგარიშსწორების ნაირსახეობა

    ყოველი შეკვეთის მიღებისას იქნებით ინფორმირებული ანგარიშსწორების მეთოდზე. ეს ინფორმაცია იქნება მონიშნული აპლიკაციაში შეკვეთის სხვა დეტალებთან ერთად. მგზავრს აქვს საშუალება გადაიხადოს მომსახურების ღირებულება ნაღდი ან უნაღდო ხერხით.

    ანგარიშსწორება მძღოლთან

    იმისათვის, რომ მიიღოთ გამომუშავებული თანხა დროულად, დაამატეთ თქვენი საბანკო ანგარიში თქვენს პროფილში "ანგარიშების" განყოფილებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ უნაღდო ანგარიშსწორების შესრულებული შეკვეთების თანხები იქნება ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე მაქსიმალურ მოკლე დროში.

    მძღოლის წახალისება

    არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მგზავრს ჩვენს აპლიკაციაში ეძლევა საშუალება წაახალისოს მძღოლი, მის მიერ პროფესიონალურად გაწეული მომსახურეობისთვის.

    როგორ მუშაობს რეიტინგები და შეფასების სისტემა?

    მძღოლის რეიტინგი

    თქვენი რეიტინგი დამოკიდებულია თქვენს პროფესიონალურ მომსახურებაზე და თქვენი ავტომობილის მდგომარეობაზე. გაითვალისწინეთ, რომ მგზავრს ეძლევა თქვენი მომსახურების შეფასება. დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
    - ტექნიკურად გამართული და სუფთა ავტომობილი
    - პატივმოყვარე დამოკიდებულება და პროფესიონალური უნარჩვევები
    - პირადი ჰიგიენა
    - მგზავრისთვის სათანადო დახმარების გაწევა
    - მგზავრთან ხელსაყრელი მარშუტის შეთანხმება

    მგზავრთა რეიტინგი

    მძღოლს ეძლევა საშუალება შეაფასოს მგზავრი. მისი კეთილგანწყობა ან არასათანადო საქციელი.

    რა არის შეკვეთების მიღების რეიტინგი და როგორ მუშაობს ის?

    შეკვეთების მიღების რეიტინგი დამოკიდებულია შემოსული შეკვეთების მიღების რაოდენობაზე. თუ შეკვეთების უარყოფის რაოდენობამ გადააჭარბა დაწესებულ ნორმას, მაშინ სისტემა ავტომატურად ასახავს უარყოფით რეიტინგს.

    როგორ მუშაობს ბონუსები და სხვა ფინანსური წახალისება?

    საწვავი და შეკეთება

    ჩვენი საწვავის მოხმარების ბარათის პროგრამა, მისცემს მაღალკვალიფიცირებულ მძღოლებს საწვავის შეძენის ფასდაკლების საშუალებას. ასევე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 15% -ამდე ფასდაკელბა რეცხვაზე, საბურავებზე და სხვა ტექნიკურ მომსახურებაზე.

    მობილურის ტარიფები

    თქვენი მობილური ტელეფონი არის თქვენი ბიზნესის ხელსაწყო. ჩვენ გაგიწევთ 10-15%-იან დახმარებას თქვენი თვიური დავალიანების დაფარვაში.

    ავტომობილის შეძენა

    ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა, როგორც საბანკო სექტორთან ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა საავტომობილო ბრენდებთან, მოგცემთ ავტომობილის შეძენის საშუალებას თქვენთვის საუკეთესო პირობებით.

    რა არის რეფერალი და როგორ მუშაობს?

    რეფერალი არის თქვენს მიერ აქსელში სხვა მძღოლის მოწვევა, რის სანაცვლოდაც იღებთ ფინანსურ ანაზღაურებას.

    ფინანსები და მათი მართვა

    საბანკო ანგარიშის დამატება

    საბანკო ანგარიშის დამატება შესაძლებელია "საბანკო ბარათები"-ს განყოფილებაში. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც იქნება გამოყენებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

    საბანკო გადარიცხვების ვადა

    გამომუშავებული უნაღდო თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, იქნება ასახული 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

    საბანკო ანგარიშზე თანხის სხვაობა

    თქვენ შესაძლოა მიიღოთ თქვენს ანგარიშზე განსხვავებული ტრანზაქცია, რადგან აქსელის მიერ დარიცხული თანხები შესაძლოა მოიცავდეს ბონუსების თანხას.

    დაგვიანებული გადარიცხვები

    ჩარიცხვები უნდა იყოს ასახული თქვენს საბანკო ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ არ აისახა თანხა მოცემულ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ ოპერატორს.

    კონფლიქტი

    როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ სიტუაცია?

    ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მძღოლის უსაფრთხოება და სიმშვიდე. თუ თქვენ თავს იგრძნობთ დაძაბულ გარემოში შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტს. შეკვეთის დასრულების შემდეგ გეძლევათ საშუალება შეაფასოთ მგზავრი რეიტინგის მეშვეობით, ასევე განაცხადოთ ოპერატორთან ინციდენტის შესახებ. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს.

    შეცდომით მგზავრის აყვანა

    იმისათვის, რომ თავი აარიდოთ შეცდომით მგზავრის აყვანას, დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე დააზუსტეთ მგზავრის სახელი და სხვა მონაცემები. ჩვენი აპლიკაცია წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას.

    მგზავრის მიერ მოყენებული ზიანი

    თემატური ვითარებების მიმართ საკითხების გადაჭრის შესახებ იხილეთ განყოფილება "უსაფრთხოება"